ბოლომდე ბრძოლა და საოცარი მატჩი - საბურთალომ სტიაუას ბარიერი ვერ გადალახა
Aa
Aa

ბოლომდე ბრძოლა და საოცარი მატჩი - საბურთალომ სტიაუას ბარიერი ვერ გადალახა

ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა. „დინამო ბათუმთან“ ერთად, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „საბურთალო“ იბრძოდა, მაგრამ „სტიაუას“ ბარიერი ვერ გადალახა და ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და პირველი მომენტი მე-3 წუთზე შეიქმნა. კორდეას დარტყმა მეგრელიშვილმა მოიგერია, თუმცა ბურთი სტოიკას მიუვიდა და თორნიკეს გუნდის გადარჩენა კიდევ ერთხელ მოუწია. მე-9 წუთზე, შანსი „საბურთალოს“ მიეცა. მეტოქის შეცდომის შემდეგ, გულიაშვილს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა.

მე-11 წუთზე, კორდეა ხელსაყრელ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა და მისი დარტყმა ამჯერადაც მეგრელიშვილმა აიღო. 38-ე წუთზე გულიაშვილს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მიზანს ისევ ვერ მიაღწია, პირველი ნახევრის მიწურულს კი ანგარიში გაიხსნა. „სტიაუას“ კუთხურს დავას თავური მოჰყვა და რუმინულმა კლუბმა საწყისი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსად დაიწყეს და უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. საწყის წუთებში მათ გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ „საბურთალოს“ კარი ჯერ ძელმა გადაარჩინა, შემდეგ - გაფრინდაშვილმა. „სტიაუამ“ მაინც გაიტანა და 55-ე წუთზე ეჯუმას ლამაზი გოლით დაწინაურდა - 2:0.

„საბურთალომ“ ბოლომდე იბრძოლა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. 69-ე წუთზე თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა, რის შემდეგაც ჯინჯოლავას გმირობა ვიხილეთ. ქართველი ფეხბურთელი მეტოქის დარტყმულს გადაეღობა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. 78-ე წუთზე თბილისელთა ბრწყინვალე კონტრშეტევას იური ტაბატაძის გოლი მოჰყვა და „საბურთალომ" ანგარიში 2:2 გახადა. სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა დიდხანს ვერ გაძლეს და მე-80 წუთზე, ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. 87-ე წუთზე, „სტიაუა“ დაწინაურდა და პენალტიდან გატანილი გოლით წინ გავიდა - 4:2, დარჩენილ დროში კი „საბურთალომ“ მეტოქის კარი ვერ აიღო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი: „ბევრი რამ ვისწავლე, თანაგუნდელებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ
მამუკელაშვილი: „ბევრი რამ ვისწავლე, თანაგუნდელებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ"