კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რატომ უნდა რონალდუს მანჩესტერის დატოვება - მიზეზი მესისა და რეკორდებს უკავშირდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს სტატიას უძღვნის. ავტორი იმ მიზეზებზე გვესაუბრება, რომელთა გამოც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება გადაწყვიტა.

როგორც ირკვევა, რონალდუს არ სურს, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლიონელ მესიზე უკან იყოს. საუბარი ჯგუფურ ეტაპზე გატანილ გოლებს ეხება და დღევანდელი მონაცემებით, „ლა პულგას“ რონალდუზე სამით მეტი ბურთი აქვს შეგდებული - 76.

The Athletic-ი კიდევ ერთ მიზეზსაც ასახელებს. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, რონალდუს სურს, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში არსებული უპირატესობა შეინარჩუნოს. მის ანგარიშზე 140 გოლია, მესიმ კი მეტოქეების დამწუხრება 125-ჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, Daily Mail-მა დაწერა, რომ კრიშტიანუს კონტრაქტის გაწყვეტა სურს და ამის შესახებ „წითელ ეშმაკებსაც“ აცნობა. მისი მიზანია, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს უსასყიდლოდ შეუერთდეს და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აირიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი: „ბევრი რამ ვისწავლე, თანაგუნდელებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ
მამუკელაშვილი: „ბევრი რამ ვისწავლე, თანაგუნდელებისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ"