ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ სტანდარტულები შეასრულა და საჯარიმოებზე ივარჯიშა - ნაპოლი ახალი სეზონისთვის ემზადება

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში იმყოფება და ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინდელი ამხანაგური მატჩის შემდეგ, „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა დღეს დილით დაისვენეს და ვარჯიში ადგილობრივი დროით, 17:30-ზე დაიწყეს.

ძირითადი ვარჯიშების შესრულების შემდეგ, ფეხბურთელები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ და სტანდარტულებზე იმუშავეს. მარცხენა ფლანგიდან ჯარიმები და კუთხურები ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და ერთ მომენტში მისი თანაგუნდელები გოლთანაც ახლოს იყვნენ.

სტანდარტულების შემდეგ, ფეხბურთის თამაშის ჯერი დადგა და „კვარა“ ლურჯ გუნდში მოხვდა. საინტერესოა, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ, „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა მოედნის მეორე ნახევარზე გადაიყვანა და საჯარიმო დარტყმებზე ავარჯიშა. მასთან ერთად, საჯარიმო დარტყმებზე ელმასმა და ზამბო ანგისამ იმუშავეს.

შეგახსენებთ, რომ კასტელ დი სანგროში „ნაპოლი“ კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. 31 ივლისს, „პარტენოპეი“ ამხანაგურ შეხვედრას „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. 3 აგვისტოს, „ხირონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 აგვისტოს „ესპანიოლს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
28 ივლისის სატრანსფერო ზონა
28 ივლისის სატრანსფერო ზონა