ჟიულ კუნდე
Aa
Aa

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა - სევილია ჟიულ კუნდეს გაყიდვას დათანხმდა

ჟიულ კუნდეს სატრანსფერო საგა დასრულდა. „ბარსელონამ“ ლონდონის „ჩელსის“ აჯობა და ფრანგი ფეხბურთელი გადაიბირა. რამდენიმე წამის წინ, კატალონიელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გვაუწყეს, რომ „სევილიასთან“ შეთანხმებას მიაღწიეს.

„ბარსელონამ და სევილიამ ჟიულ კუნდეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ველოდებით, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას როდის გაივლის და კონტრაქტი როდის გაფორმდება“,- ნათქვამია „ბლაუგრანას“ განცხადებაში.

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ტრანსფერი 55 მილიონი ევრო დაუჯდა. „კამპ ნოუზე“ გადასვლა კუნდეს სურვილი იყო და „ჩელსისთან“ ბრძოლაში ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. ფრანგი მცველის დამატება ჩავისაც უნდოდა და ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ მისი ტრანსფერი გუნდს ერთიორად გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგი „სევილიას“ 2019 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ ანდალუსიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას