კიევის დინამო, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას

„ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს.

თურქული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის „დინამოს“ მასპინძლობდა. „ფენერი“ 0:1-ს აგებდა და თან მოედანზე კაცნაკლული იყო.

57-ე წუთზე ვიტალი ბუალსკიმ ანგარიში გახსნა და გოლი მასპინძელთა ქომაგების თვალწინ გამომწვევად აღნიშნა, რასაც თურქი გულშემატკივრების მხრიდან ვლადიმერ პუტინის სახელის სკანდირება მოჰყვა: „ლა ლა ლა, ვლადიმერ პუტინ!“ - მღეროდნენ ქომაგები.

ამ ჟესტით თურქმა ქომაგებმა უკრაინელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

89-ე წუთზე ატილა შალაიმ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

საბოლოოდ, მატჩი დამატებით დროში კიევის „დინამოს“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე უკრაინული კლუბი გავიდა.

შეხვედრის შემდეგ, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პროტესტის ნიშნად პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს „ფენერბახჩეს“ ქომაგების საქციელის გამო მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოს მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა იჩხუბეს
ტორინოს მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა იჩხუბეს