ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"ნგრევა თავისი გიჟური მანერით" - Football Italia კვარაცხელიაზე წერს

ევროპული გრანდები წინასასეზონო მომზადებას აგრძელებენ. გამონაკლისი არც „ნაპოლი“ გახლავთ. „პარტენოპეიმ“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ადანა დემირსპორის“ წინააღმდეგ გამართა და საკმაოდ გაუჭირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

კვარაცხელია შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველმა ფეხბურთელმა ლოსანოს ეფექტური საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო რამდენიმე წუთში კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა თურქული კლუბის მეკარემ აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცემა Football Italia-მ შეხვედრა შეაფასა და ქართველ ფეხბურთელზეც დაწერა.

„ლოსანომ კვარაცხელიას პასით ანგარიში გახსნა. თურქებმა ორჯერ გაიტანეს, მაგრამ „კვარამ“ „დემირსპორის“ ნგრევა თავისი გიჟური მანერით გააგრძელა.“

საგოლე პასი

საგოლე მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება"