ლუის სუარესი, ნასიონალი
Aa
Aa

ოფიციალურად - სუარესი ნასიონალში დაბრუნდა

ბოლო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრებს აინტერესებდათ, თუ სად გააგრძელებდა ლუის სუარესი კარიერას. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა.

საუბარი მიდიოდა MLS-ის რამდენიმე კლუბზე, ყველაზე მეტი კი „ინტერ მაიამიზე“ იწერებოდა, თუმცა გუშინ თავად ფეხბურთელმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. ლუისმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ „ნასიონალამდე“ 1 ნაბიჯი აშორებდა და დარჩენილი მხოლოდ რამდენიმე დეტალის შეთანხმება იყო.

დღეს კი ურუგვაული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა. ლუის სუარესი „ნასიონალში“ ითამაშებს. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავდამსხმელი ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, სადაც 2 სეზონი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში სუარესმა „როხიბლანკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 83-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
As: სად წავა რონალდუ? ატლეტიკო თუ ნაპოლი?
As: სად წავა რონალდუ? ატლეტიკო თუ ნაპოლი?