კრიშტიანუ რონალდუ, ოლივერ კანი
Aa
Aa

კანი რონალდუზე: ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბაიერნის ფილოსოფიას ვერ მოერგება

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კიდევ ერთხელ უპასუხა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ შეკითხვას.

„ეს საკითხი ჩვენ შორის განვიხილეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენს საქმეს კარგად ვერ გავაკეთებდით. პირადად მე ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე ამ პლანეტაზე ცხოვრობდა.

თუმცა, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა, არსებულ ვითარებაში რონალდუ ვერ მოერგება ბაიერნის ფილოსოფიას“,

- განაცხადა კანმა Bild-თან ინტერვიუში.

„ბაიერნმა“ ამით კრიშტიანუს დამატების შესაძლებლობა საბოლოოდ გამორიცხა.

რა ხდება რონალდუს ირგვლივ

მადრიდის „ატლეტიკომ“ პორტუგალიელის დამატება გამორიცხა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ კრიშტიანუს დამატების შესაძლებლობას შეუძლებელი უწოდა.

კლუბის ქომაგებმა კი დღეს საპროტესტო წერილი გაავრცელეს და რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგ წავიდნენ.

ბრიტანული პრესა კი წერს, რომ რონალდუ უკვე მანჩესტერშია და ტენ ჰაგსაც ესაუბრა. ნიდერლანდელ სპეციალისტს მისი გუნდში დარჩენა სურს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში დაჟინებით მოითხოვს მისი კლიენტის იჯარის წესით გაშვებას, ისეთ გუნდში, რომელიც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

L'Équipe-ის ცნობით, თუ, მენდეში რონალდუს შესაბამის ვარიანტს ვერ მოუძებნის, იგი ამას, როგორც აგენტის პირად მარცხად ჩათვლის და ეს მის რეპუტაციაზე დიდი დარტყმა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი ვარიანტი ლორისის შესაცვლელად“ – Spurs Web-ი მამარდაშვილზე წერს
„კარგი ვარიანტი ლორისის შესაცვლელად“ – Spurs Web-ი მამარდაშვილზე წერს