რაფინია: ბარსასთან ერთად მინდა ყველაფერი მოვიგო, აქ ამიტომ ვარ
„ბარსელონას" ახალწვეულმა რაფინია დიასმა განაცხადა, რომ კლუბთან ერთად ყველა ტიტულის მოგება სურს.
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი დებიუტი კამპ ნოუზე?
„მოგება, მოგება, გატანილი გოლები, თუ შეიძლება. მინდა მაქსიმუმი ვაჩვენო. ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავ მატჩს ჩავატარებ. თუ გავიტან, კარგია. თუ არა, ეს ასევე ძალიან კარგია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კამპ ნოუზე კარგად დავიწყებ, რათა ნდობა მოვიპოვო მთელი წლის განმავლობაში.
- თქვენ შესანიშნავად დაიწყეთ წინასეზონი და უკვე მოიგეთ გულშემატკივრების გულები...
„ძალიან მიხარია, რომ ასე სწრაფად შევძელი მათი გაბედნიერება. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირება მოვახდინო, ვარჯიშზე, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავაკეთო და გულშემატკივრებს დიდი სიხარული ვაჩუქო. თუ გულშემატკივრებს მოსწონთ ჩემი თამაში, დიდ ბედნიერებას ვგრძნობ“.
- და თასები.
„ჩემი მიზანი ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, სამეფო თასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაა. ბარსასთან ერთად ყველა ტიტულის მოგება მინდა. და, ამ ყველაფრის მიღწევით, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ბარსასთან ერთად ბევრი ტიტულის აღებას ვაპირებ“.
- მამაშენი, პროფესიონალი მუსიკოსია, რონალდინიოსთან მეგობრობს.
„დიახ, რონალდინიო მამაჩემის მეგობარია. მე მასთან დიდად არ ვურთიერთობ. რა თქმა უნდა, ყველაფრის შემდეგ, რაც მან აქ განიცადა, მინდოდა ბარსაში წავსულიყავი და ჩემი ისტორია დამეწერა, ისევე როგორც რონალდინიომ.
ასევე, ბარსელონა წარმოუდგენელი ქალაქია და ბარსა არის წარმოუდგენელი კლუბი, საუკეთესო მსოფლიოში. ეს არის კლუბი, რომელსაც ყოველთვის სურს ბრძოლა ყველაზე დიდი ტიტულებისთვის. აქ იმისთვის მოვედი, რომ ისტორია დავწერო და ტიტულები მოვიგო“,
- განაცხადა რაფინიამ.