ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

სერია A-ს კლუბების რადარზე - ლოჩოშვილს მილანთან მატჩში დააკვირდებიან

„ვოლფსბერგერის“ ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი სერია A-ს კლუბების რადარზე მოექცა. ამ ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს და იუწყება, რომ 24 წლის უკანახაზელს „ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“ და „უდინეზე“ აკვირდებიან.

დღეს, „ვოლფსბერგერი“ „მილანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელიც თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება. იტალიური კლუბების წარმომადგენლები სწორედ ამ მატჩს დაესწრებიან და ლოჩოშვილის თამაშს დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ლუკამ გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით 33 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე გათამაშებაში მან მონაწილეობა ორ მატჩში მიიღო და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

ავსტრიაში გადასვლამდე, ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა. ქართული კლუბის მაისურით მის ანგარიშზე 58 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. ლუკა „ვოლფსბერგერს“ 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერესო:
სერესო: "რონალდუს ატლეტიკოში გადმოსვლა შეუძლებელია"