ოფიციალურად - ლისანდრო მარტინესი მანჩესტერის ფეხბურთელია
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესი ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერი დახურულია. არგენტინელი უნივერსალი „ოლდ ტრაფორდზე“ 2027 წლამდე დარჩება.
24 წლის ფეხბურთელი „აიქსიდან“ „მანკუნიანელთა“ რიგებში 57 მილიონ ევროდ გადავიდა. 10 მილიონს ამსტერდამელები ბონუსების სახით მიიღებენ.
გასულ სეზონში ლისანდრომ „აიაქსის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ერთი გოლი გაიტანა.
„ჩემთვის პატივია ამ დიდ საფეხბურთო კლუბში მოსვლა. ძალიან ბევრი ვიშრომე ამ მომენტამდე მისასვლელად და ახლა, როცა აქ ვარ, ვაპირებ, რომ უფრო მეტად გავუმჯობესდე.
გამიმართლა, რომ კარიერაში ამ წარმატებული გუნდის ნაწილი გავხდი. მტკიცედ მჯერა, რომ მწვრთნელისა და გუნდელების ერთად დგომით, წარმატების მიღწევას შევძლებ“.
- თქვა მარტინესმა პრეზენტაციის შემდეგ.
???? Feel the fire.
— Manchester United (@ManUtd) July 27, 2022
???? @LisandrMartinez is ready to bring the heat to United.#MUFC