ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლიმ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა - ვიდეოში ხვიჩაც მოხვდა

„ნაპოლიმ“ 2022-23 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა. „პარტენოპეიმ“ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ახალი კოლექცია გაუზიარა. ვიდეოში „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელს ვხედავთ, რომლებსაც ახალი სათამაშო მაისურები აცვიათ და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

სხვათა შორის, „ნაპოლის“ ოფიციალური მაღაზიის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერზე, რომელიც ახალ მაისურებს ეძღვნება, „პარტენოპეის“ სამი ფეხბურთელია გამოსახული. ერთ-ერთი „კვარაა“ და იგი გვერდს ჯოვანი დი ლორენცოსა და ვიქტორ ოსიმენს უმშვენებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „ადანა დემირსპორს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება და Areanapoli-ს თუ დავუჯერებთ, „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში იქნება. გეტყვით იმასაც, რომ La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს. გუშინ, The analyst-მა ხვიჩა გამოარჩია და ტოპ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებსაც მომდევნო სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. „კვარას“ გარდა რჩეულთა შორის გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება"