ლუის სუარესი, ნასიონალი
Aa
Aa

სუარესმა დაადასტურა - ურუგვაელი კარიერას ნასიონალში გააგრძელებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრებს აინტერესებდათ, თუ სად გააგრძელებდა ლუის სუარესი კარიერას. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა.

საუბარი მიდიოდა MLS-ის რამდენიმე კლუბზე, ყველაზე მეტი კი „ინტერ მაიამიზე“ იწერებოდა, თუმცა დღეს თავად ფეხბურთელმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ვეტერანმა ურუგვაელმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ „ნასიონალთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

სუარესი:

„პირველ რიგში მოგესალმებით. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ბოლო პერიოდში ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ საოცარი სიყვარული იგრძნობა. მინდა გითხრათ, რომ ამ ინფორმაციას დიდი ხანი ვერ დავმალავდი. შანსი მომეცა, რომ ისეთ დიდებულ კლუბში, როგორიც „ნასიონალია“ კიდევ ერთხელ ვითამაშო.

უახლოეს პერიოდში დეტალები დაზუსტდება და ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდება. იმედი მაქვს, ამ ახალი ეტაპით სულ მალე დავტკბები. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ურუგვაელი „ნასიონალში“ 2001 წელს ჩაირიცხა, ხოლო პირველ გუნდში 2005 წლიდან 2006 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში სუარესმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერესო:
სერესო: "რონალდუს ატლეტიკოში გადმოსვლა შეუძლებელია"