იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

მუხლის მენისკის დაზიანება - პოგბამ შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს

ტურინის „იუვენტუსში“ საგანგაშო სიტუაციაა. შესაძლოა პოლ პოგბას მუხლზე ოპერაცია დასჭირდეს და ამის გამო ორი თვე გამოტოვოს.

29 წლის ნახევარმცველმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩში „ჩივასის“ წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ბიანკონერიმ“ 2:0 მოიგო. შაბათს გამართულ ვარჯიშზე კი პოგბამ ტკივილები იგრძნო.

თავდაპირველად ყველას მცირე დაზიანება ეგონა, მაგრამ ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლს მარჯვენა მუხლის მენისკის დაზიანება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით ოპერაციას გაიკეთებს.

სერია ა 13 აგვისტოს იწყება. ნოემბერში კი მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პოგბა იმაზე მეტ თამაშს გამოტოვებს, ვიდრე სავარაუდო იყო. იმ შემთხვევაში, თუ 2-თვიანი იძულებითი შვებულება დადასტურდება, პოლი 7 სერია ა-ს და 2 ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ეს არ არის ახალი ტრავმა. დაზიანება მუხლზე მუდმივი დაძაბვის შედეგია, რაც მას კუნთოვან პრობლემებს უქმნის. ეს კი ფრანგს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბოლო ორი წლის განმავლობაში აწუხებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებელი 5 სეზონი, რაიოლას ბრალეულობა და დაბრუნება იუვენტუსში
წარუმატებელი 5 სეზონი, რაიოლას ბრალეულობა და დაბრუნება იუვენტუსში