იუვენტუსი, რომა, პაულო დიბალა
Aa
Aa

"იუვეს კარში გოლს არ აღვნიშნავ" - დიბალას ვრცელი ინტერვიუ

დიბალა „რომას“ ფეხბურთელია. ეს არავისთვის ახალი. არც ის არის ახალი, რომ „იუვენტუსმა“ არგენტინელ შემტევს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და კლუბის დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„ჯალოროსიში“ გადაბარგების შემდეგ, დიბალამ პირველად ისაუბრა ჟურნალისტებთან და საკმაოდ საინტერესო საკითხებს შეეხო.

რა თქვა დიბალამ?

„გასული წლის ოქტომბერში „იუვენტუსს“ ახალ კონტრაქტზე შევუთანხმდი, თუმცა რამდენიმე დღეში კლუბმა მოცდა მთხოვა. მარტში კი მითხრეს, რომ მათი პროექტის ნაწილი აღარ ვიყავი. ეს არ იყო ფინანსური პრობლემები. ეს იყო რაღაც სხვა საკითხი, რომელიც დღემდე არ ვიცი. გუნდმა ალეგრისთან ერთად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი, რაც მოურინიოს ვკითხე იყო, თუ რისი მოგება შეგვიძლია შემდეგ სეზონში. მე გამარჯვება მიყვარს და ეს „რომასთან“ ერთად შესაძლებელია. კარგად ვნახეთ, თუ რას მიაღწია გუნდმა გასულ სეზონში. რამდენიმე დღეა, რაც აქ ვვარჯიშობ და ბევრ სასიამოვნო რამეს ვხედავ. მწვრთნელის რწმენა და ნდობა - ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. „რომას“ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

აქ 10-ნომრიან მაისურს ლეგენდა ატარებდა და პრეტენზია არ მაქვს. 21 ნომერი მიყვარს, რადგან ამ ნომრით ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. ტოტის უდიდეს პატივს ვცემ. თავს საკმაოდ ბედნიერად ვგრძნობ. მინდა გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს! „იუვენტუსის“ კარში გატანილ გოლს არ აღვნიშნავ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 არაფრის მომცემი სეზონი - ყველაზე ცუდი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში
5 არაფრის მომცემი სეზონი - ყველაზე ცუდი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში