ჩელსი, ინტერი, დენზელ დუმფრისი
Aa
Aa

ამჯერად დუმფრისი - ჩელსი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს

მას შემდეგ, რაც „ჩელსის“ პრეზიდენტი ტოდ ბოელი გახდა, „არისტოკრატები“ სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვნად აქტიურობენ. ლონდონურმა კლუბმა რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი დაიმატა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოდ ბოელს დენზელ დუმფრისის გადაბირება სურს და აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. „ინტერი“ კი საკუთარ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს ითხოვს. Gazzetta-ს ცნობით, „ნერაძური“ ნიდერლანდელ მარჯვენა მცველს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ შკრინიარსა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის მოლაპარაკება ჩაიშლება.

წყაროს ცნობით, სიმონე ინძაგის ორი დაცვითი სტილის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, რადგან მომავალ სეზონში დიდი მიზნები აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ანდრეას კრისტენსენმა დატოვა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი გუნდიდან წასვლა სესარ ასპილიკუეტას და მარკოს ალონსოს სურთ. ორივე ფეხბურთელი საკუთარ მომავალს „ბარსელონაში“ ხედავს. ჯერჯერობით არ ხერხდება კუნდეს გადაბირება და აქედან გამომდინარე ლონდონელები დუმფრისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზიეჩს, ალონსოს და ასპილიკუეტას წასვლა უნდათ - რა ხდება ჩელსიში?
ზიეჩს, ალონსოს და ასპილიკუეტას წასვლა უნდათ - რა ხდება ჩელსიში?