„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში
Aa
Aa

„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქე ბუქარესტის „სტიაუა“ გახლავთ. თბილისურმა კლუბმა პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო და განმეორებით მატჩს პოზიტიური განწყობით ხვდება, რასაც მის მეტოქეზე ვერ ვიტყვით.

რუმინული კლუბის რიგებში არეულობაა და მისმა მფლობელმა, ჯიჯი ბეკალიმ განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონ პეტრეამ პოსტის დატოვების შესახებ შეატყობინა: „ამჟამად გუნდთან ერთად იმყოფება, მაგრამ წასვლა გადაწყვიტა. დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიეღო და დარჩენილიყო, მაგრამ მიპასუხა, რომ ეს არ უნდოდა. მისი შემცვლელი ჯერ არ მყავს. მწვრთნელის გარეშე 30 დღე ვერ ვიქნებით და სავარაუდოდ, მომდევნო შეხვედრაში ჩვენს გუნდს მიჰაი პინტილი გაუძღვება“.

საინტერესოა, რომ ბეკალიმ „საბურთალოს“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია: „ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა ჩვენი გამოგდება შეძლოს, მაგრამ საკითხავი ისაა, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე? ძვირადღირებული ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არ ვიცი, რა ხდება და შეტევა უნდა გავაძლიეროთ“.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა. განმეორებითი მატჩი ხუთშაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 21:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს