კომო
Aa
Aa

2-წლიანი კონტრაქტი - ფაბრეგასი კარიერას სერია ბ-ში გააგრძელებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახურდა. ევროპული გრანდები საუკეთესო ფეხბურთელებისთვის იბრძვიან. საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ცესკ ფაბრეგასის გარშემო. Daily Star იუწყება, რომ ესპანელი ნახევარმცველი სერია ბ-ში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, 35 წლის ნახევარმცველი „კომოს“ 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. შეგახსენებთ, რომ ცესკმა „მონაკო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ასევე გეტყვით, ფაბრეგასმა 4 თვე ლაზარეთში ტრავმის გამო გაატარა და ამ მომენტისთვის სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

ცნობისთვის, „კომოს“ დირექტორთა საბჭოში „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი დენის ვაისი მუშაობს, რომელსაც ფაბრეგასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. Daily Star-ის ცნობით, ტრანსფერის გაჩარხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორი ადამიანის მეგობრობაა.

„ჩელსის“, „არსენალის“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში „კომომ“ სერია ბ-ში 38 ტურის შემდეგ, 47 ქულა დააგროვა. 11 მოგება, 14 ფრე და 13 წაგება - ასეთია ფაბრეგასის მომავალი კლუბის სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს