ჩელსი, პსჟ, ლაიპციგი, ნორდი მუკიელე
Aa
Aa

ჩელსი ტრანსფერში ვერნერის ჩართვას აპირებდა - პსჟ-მ მათ ფეხბურთელი წაართვა

სატრანსფერო ფანჯარა გახურდა. ევროპული გრანდები ფეხბურთელების დამატებას ცდილობენ. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლონდონის „ჩელსია“, რომელმაც რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი დაიმატა.

„არისტოკრატები“ რონალდუს, კუნდეს და რაფინიას გადაბირებასაც ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრანსფერები არ შედგა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშრებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ლონდონელებს „ლაიპციგის“ თავდამსხმელის ნორდი მუკიელეს გადაბირება სურდათ და ტრანსფერში ტიმო ვერნერის ჩასართავადაც მზად იყვნენ, მაგრამ გერმანული კლუბი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა. 24 წლის უკანახაზელი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცემა.

ნორდი მუკიელე „ლაიპციგში“

ფრანგი ფეხბურთელი „რედ ბულის“ კლუბს 2018 წელს „მონპელიედან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მუკიელემ „ლაიპციგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს