ჩელსი, ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავიმ ასპილიკუეტა დაამშვიდა - ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია

სესარ ასპილიკუეტას საგა გრძელდება. ესპანელი უკანახაზელი აქტიურად აკვირდება „ბარსელონას“ ქმედებებს, რომელიც ჟიულ კუნდეს ეხება. ფრანგ მცველს დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ამან შესაძლოა ასპილიკუეტას ტრანსფერს ხელი შეუშალოს.

ამ ყველაფრის პარალელურად, „ბარსელონასა“ და ლონდონის „ჩელსის“ ურთიერთობა გაცივდა, რადგან „ბლაუგრანამ“ ფაქტობრივად „არისტოკრატებს“ რაფინია გამოსტაცა ხელიდან. ბრაზილიელი ფეხბურთელის „ჩელსიში“ გადაბარგება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბარსამ მის შესაძენად საჭირო ფინანსები მოიძია.

ამ ორმა ფაქტმა კი ასპილიკუეტა დააფიქრა. ვეტერანი ფეხბურთელი დიდი ხანია კატალონიაში გადაბარგებას გეგმავს. თავდაპირველად პრობლემა მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევრო იყო. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.

მას იმედი ჰქონდა, რომ ტრანსფერი მალე განხორციელდებოდა და წინასასეზონო მომზადებას ბარსაში გაივლიდა. თანაც ეს იმ დროს, როცა ორივე გუნდი ამერიკაში იმყოფება, მაგრამ ყველაფერი მაქსიმალურად ჭიანურდება. გამოცემა SPORT წერს, რომ ჟოან ლაპორტა სესარის სანაცვლოდ მხოლოდ 4 მილიონს იხდის, ხოლო აღნიშნული თანხა ლონდონელებს ეცოტავათ.

გამოცემა AS წერს, რომ ჩავი ერნანდესი პირადად ესაუბრა ასპილიკუეტას და დაჰპირდა, რომ მისთვის ბრძოლას გააგრძელებს. წყაროს ცნობით, ჩავიმ სესარს ისიც უთხრა, რომ კუნდეს ტრანსფერი მასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს და ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია. როგორც ჩანს, ესპანელმა მარჯვენა მცველმა უნდა მოიცადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ