კრიშტიანუ რონალდუ, საულ ნიგესი, ალვარო მორატა
Aa
Aa

საული, მორატა და გრიზმანიც - ატლეტიკო დიდ ცვლილებებს გეგმავს

Marca-ს ინფორმაციით, „ატლეტიკო“ ალვარო მორატასა და საულ ნიგესის გაშვებას აპირებს. „როხიბლანკო“ სახელფასო ბალანსის გამოსწორებას გეგმავს და გადაწყვიტა, დაემშვიდობოს ფეხბურთელებს, რომლებსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვთ.

ესპანური გამოცემის ცნობით, მორატა „იუვენტუსში“ დარჩება. ტურინელები კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს აამოქმედებენ და მის ხელშეკრულებას გამოისყიდიან. საულს რაც შეეხება, მისი საკუთარ რიგებში ხილვით „რომა“ ინტერესდება და „ატლეტიკოსგან“ ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე ესპანელი ჟურნალისტის აზრით, საულისა და მორატას გაშვება კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯია. AS წერს, რომ „როხიბლანკო“ ანტუან გრიზმანის გასასხვისებლადაც მზადაა, რაც პორტუგალიელის გაფორმების საშუალებას მისცემს, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.

მადრიდელები ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე რონალდუს შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. Marca-ს ცნობით, თუ ყველაფერი მათ სასიკეთოდ წარიმართა, „ატლეტიკომ“ შესაძლოა, გარისკოს და ნაბიჯი გადადგას, რადგან კომერციული თვალსაზრისით, რონალდუს გაფორმება სერიოზულ მოგებას მოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ერთ-ერთი ვარიანტია - ვინ უნდა იყოს პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქე
თოფურია ერთ-ერთი ვარიანტია - ვინ უნდა იყოს პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქე