დინამო ბათუმი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

,,ყველა საქმე გადადებული მაქვს და სერია ა-ში აზაროვი-დავითაშვილის ტრანსფერზე ვმუშაობ"

ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე", სტუმრად საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც იტალიის სერია ა-ს გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. ამის გარდა, ჯუღელმა ინფორმაცია იტალიიდან არსებული დაინტერესებების შესახებაც გააჟღერა:

,,იტალიის სერია ა-სა და აზაროვი/დავითაშვილზეა საუბარი. სკაუტები ჩამოდიან, აკვირდებოდნენ და ორივე მათგანს ახლაც აკვირდებიან. იტალიიდან ჩემი მეგობრები სანაკრებო მატჩებზეც იყვნენ ჩამოსულები.

ამ წუთას ყველაფერს გადადებული მაქვს - ზურიკოსა და ირაკლის ტრანსფერზე ვმუშაობ, რადგან ღვთის წყალობით, ხვიჩას საქმე უკვე დასრულებული და დალაგებულია".

ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმს 2021 წლის საფეხბურთო სეზონიდან შეუერთდა, როდესაც დინამო თბილისი დატოვა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი აჭარული კლუბის ფეხბურთელი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა. ევროტურნირების გამოკლებით, ამ დრომდე დავითაშვილმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმის მაისური 12 მატჩში მოირგო, 6-ჯერ გაიტანა დ 3-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო
,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო" - რა ითქვა პრესკონფერენციაზე