ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბათუმი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

,,ხვიჩამ იცოდა, რომ იუვენტუსში ან ნაპოლიში უნდა ეთამაშა, ომი არაფერ შუაშია" - მამუკა ჯუღელი

ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე", სტუმრად საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც იტალიის სერია ა-ს გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა.

,,პირველი შეკრება ხვიჩამ საშუალოზე უკეთ ჩაატარა, აქებენ, ისიც ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რადგან პროფესიონალია. საქმე ხუთიანზეა, იტალიელები კმაყოფილები არიან და ყველა მადლობას გვიხდის.

იუვენტუსთან და ნაპოლისთან საუბარი და დაკვირვება 2 წლის განმავლობაში მიდიოდა.  ,,არამკითხე მოამბეები" რას ლაპარაკობენ, ეს სხვა თემაა. ნაპოლისთან კავშირი 2 წლის განმავლობაში მქონდა. იყო რაღაც-რაღაცები, რის გამოც, ამ 2 წლის განმავლობაში ტრანსფერი ვერ გაოფიციალურდა. როგორც იცით, ნაპოლი დიდი გუნდია და ტრანსფერებს ასე მარტივად არ აკეთებს.

სიმართლე ისაა, რომ რუსეთიდან მის წამოსვლაში ომს მთავარი როლი არ უთამაშია, რადგან ეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამ ბიჭს ან იუვენტუსში ან ნაპოლიში უნდა ეთამაშა - ეს არის სრული ჭეშმარიტება და სიმართლე.

2 კვირით ადრე ნეაპოლში ჩასული თავად ვიყავი. იქამდე იყო საუბარი პრემიერლიგასა და საფრანგეთზე, ასევე, გერმანიაზეც, საბოლოო ჯამში, ხვიჩათი დაინტერესებული ბევრი კლუბი იყო, თუმცა ჩვენ გეზი ნაპოლისა და იუვენტუსისკენ გვქონდა, ან ერთი უნდა გამოსულიყო, ან მეორე. ეს თვითონ ხვიჩამაც იცოდა, დინამო ბათუმში დროებით ჩამოსვლა კი ბიჭებთან ერთად გადავწყვიტეთ, რადგან ამ კლუბში ყველა ერთ მუშტადაა შეკრული და ბათუმში საფეხბურთო გარემო ყველაზე მეტად იგრძნობა".

პირველი შეკრება ნაპოლიმ დიმაროში გამართა, სადაც კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე მატჩში - გოლით გამოირჩა.

23 ივლისიდან, ნაპოლი მზადებას კასტელ დი სანგროში გააგრძელებს, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და 3 მატჩსაც ჩაატარებს: ადანა დემირსპორთან (27 ივლისი), მალიორკასთან (31 ივლისი) და ჟირონასთან (3 აგვისტო).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო: კვარაცხელია თავისი მოძრაობებით სალაჰს ჰგავს
კაპელო: კვარაცხელია თავისი მოძრაობებით სალაჰს ჰგავს