ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ღამურების სუსტი თამაში - შტუტგარტმა ვალენსია 5:2 დაამარცხა

ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი ''ვალენსია'' ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ამხანაგურ შეხვედრაში ''შტუტგარტმა'' ''მერსედეს ბენც არენაზე'' ''ვალენსია'' 5:2 დაამარცხა. ''ღამურების'' კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელიც მხოლოდ მეორე გოლის ეპიზოდში შეცდა, როცა ბურთი ფეხით ცუდად მოიგერია და ტიაგუ ტომაშმა ბურთი თავზე გადაუგდო.

აღნიშნული გოლის გარდა, დანარჩენი 4 გოლი ''ვალენსიას'' მცველების შეცდომებს მოჰყვა, ''ღამურების'' დაცვის ხაზი ძალიან სუსტად მოქმედებდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ''ვალენსიამ'' კიდევ ერთ გერმანულ კლუბთან, ''დორტმუნდთან'' ითამაშა. აღნიშნულ ამხანაგურ მატჩში „მამარდას“ 5 სეივი ჰქონდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ამ მატჩის შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგიმ ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის სტილში მეკარე თითქმის ლიბეროა:

„ჯენარომ პირველივე დღეს 4 მეკარე იხილა. მამარდაშვილი, სილესენი, ხაუმე და კრისტიანი. იტალიელმა სპეციალისტმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ არჩევანი ქართველზე გააკეთა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და გოლი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გაუშვა.

სილესენმა, რომლის გაშვებაც „ვალენსიას“ სახელფასო ლიმიტის გათავისუფლების გამო სურს, ასევე ითამაშა გერმანელებთან, მაგრამ ის მომავალ სეზონში სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად მოიაზრება. ეს კი გასულ სეზონში ტრავმის მიღების შემდეგ დაიწყო. რაც შეეხება მამარდაშვილს, მან ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის სტილში მეკარე თითქმის ლიბეროა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ