ზურაბ აზმაიფარაშვილი
Aa
Aa

აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. თესალონიკში გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალურ ასამბლეას 49 ქვეყნის ეროვნული საჭადრაკო ფედერაციის დელეგატი ესწრებოდა. აზმაიფარაშვილმა 44 ხმით დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ზურაბ აზმაიფარაშვილი აღნიშნულ პოსტზე ოთხი წლით იმუშავებს.

ევროპის საჭადრაკო კავშირის მაღალ თანამდებობებზე შემდეგი პირები იმუშავებენ:

პრეზიდენტი: ზურაბ აზმაიფარაშვილი (საქართველო)

პირველი ვიცე-პრეზიდენტი: დანა რეიზნიცე-ოზოლა (ლატვია)

ვიცე-პრეზიდენტი: გუნარ ბიორნსონი (ისლანდია)

ვიცე-პრეზიდენტი: მალკოლმ პეინი (ინგლისი)

გენერალური მდივანი: თეოდოროს ცორბაზოღლუ (საბერძნეთი)

ხაზინადარი: იონ-სერბან დობრონაუტიანუ (რუმინეთი)

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილეთზე წამოეგო - ტოჩინოშინი უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა
ილეთზე წამოეგო - ტოჩინოშინი უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა