პოლ პოგბა, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: პოგბა ამ იუვენტუსის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება

მასიმილიანო ალეგრიმ წინასასეზონო შეხვედრაში „გვადალახარასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.

„კარგი ტესტი იყო ჩვენთვის. გუნდმა მთელი ეს დღეები იმუშავა და ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგს. კარგი მატჩი იყო, ხანდახან კარგ რიტმს ვაჩვენეთ - ეს ეპიზოდებში ხდებოდა როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში.

კმაყოფილი ვარ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ასევე ახალწვეულებით, რომლებმაც წვლილი შეიტანეს. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან გვსურს მომავალ ამხანაგურ მატჩებშიც კარგად გამოვიდეთ.

პოგბამ კარგად ითამაშა. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ის ამ იუვენტუსის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება.

მომეწონა ფაჯიოლისა და გატის თამაში. ფედერიკომ მშვენივრად ითამაშა პირველი გოლისას, მაგრამ მან, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა იუვენტუსის დაცვის ზოგიერთი მოდელი“, -

თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ წინასასეზონო შეხვედრის ეგიდით 27 ივლისს „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისურების გაყიდვის პირველივე დღეს, რომში დიბალამ რონალდუს შედეგი გაიმეორა
მაისურების გაყიდვის პირველივე დღეს, რომში დიბალამ რონალდუს შედეგი გაიმეორა