ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ევროპაში მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძნელია" - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

ვინჩენცო მონტეფუსკომ, რომელიც „ნაპოლის“ ექს-ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იგი „პარტენოპეის“ ღირსებას 1962-დან 1977 წლამდე იცავდა და ნეაპოლური გრანდის ოფიციალურ რადიოში სტუმრობისას განაცხადა, რომ „კვარასნაირი“ ფეხბურთელების პოვნა ძალიან ძნელია.

„კვარაცხელიაზე რას ვიტყოდი? პოლიტანოს, მერტენსსა და ინსინიეს მეტოქის ჩამოშორება შეეძლოთ და ეს მასაც გამოსდის. ევროპის მასშტაბით ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელსაც მეტოქის მოტყუება შეუძლია და გუნდი, რომელიც ასეთ მოთამაშეს იპოვის, მისი წყალობით, რიცხობრივ უპირატესობას შექმნის. ამასთან, მან ეროვნულ ნაკრებშიც კარგად ითამაშა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა, La Repubblica-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და დიმაროში გატარებულ წინასასეზონო სამზადისზე დაწერა. La Repubblica-მ ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიჩინეს თავი დიმაროში და „კვარამ“ საუკეთესო შეფასება მიიღო.

როგორც იცით, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს