ბათუმის დინამო, პაატა ღუდუშაური
Aa
Aa

დილადან დინამოში - ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის ''დინამოს'' შემადგენლობაში პაატა ღუდუშაური ითამაშებს. 25 წლის შემტევ ნახევარმცველთან შეთანხმება ორწლიან კონტრაქტზე შედგა.

სატრანსფერო თანხა 100 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ღუდუშაურის შემდეგი ტრანსფერიდან გორის ''დილა'' სატრანსფერო თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

ახლახანს ბათუმის ''დინამო'' თორნიკე გაფრინდაშვილმა დატოვა, მან კარიერა პოლონურ ექსტრაკლასაში გააგრძელა. მის შემცვლელად ღუდუშაური მოიაზრება.

ღუდუშაურს თბილისის ''ვიტ ჯორჯიაში'' უთამაშია (2015-19). 2021 წლიდან გორის ''დილას'' რიგებში ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის ''ლეხმა'' ბათუმის ''დინამო'' 5:0 გაანადგურა. საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო შეფასება მიიღო - La Repubblica-მ ხვიჩა გამოარჩია
საუკეთესო შეფასება მიიღო - La Repubblica-მ ხვიჩა გამოარჩია