ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

სუპერ ამბავი: ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩს იმსაჯებს

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშს იმსაჯებს. ახალი ზელანდიისა და არგენტინის სარაგბო დაპირისპირებისას მთავარი მსაჯი ამაშუკელი იქნება, აღნიშნული დაპირისპირება 27 აგვისტოს ''ქრაისთჩერჩ სთედიუმზე'' გაიმართება.

მოგვიანებით, 3 სექტემბერს, ''ოლ ბლექსისა'' და ''პუმების'' მეორე დაპირისპირება ჰემილტონში შედგება. ამჯერად, ნიკა გვერდით მსაჯად იმუშავებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს, ნიკა ამაშუკელმა „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში. აღნიშნული მატჩები სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა:

ნიკა ამაშუკელი: „ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 3 კვირა იყო. რაგბის მხრივ სამხრეთ აფრიკა მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა. ორი სარაგბო ერის – სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, არის და იქნება. ორივე ქვეყანას რაგბის მიმართ დიდი ვნება აქვს, გულშემატკივრები რაგბით ცხოვრობენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RUGBYRAMA: TOP 14-ის სეზონის 5 აღმოჩენა - ნინიაშვილი პირველია!
RUGBYRAMA: TOP 14-ის სეზონის 5 აღმოჩენა - ნინიაშვილი პირველია!