საბურთალომ სტიაუას პირველი მატჩი მოუგო!
უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში, „საბურთალომ“ დინამო არენაზე ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა და
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და სტიაუამ თბილისელთა კართან რამდენიმე მომენტის შექმნა სცადა, თუმცა პირველ ანგარიშის გახსნა საბურთალოს შეეძლო. მე-10 წუთზე ფლანგიდან გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდებულს საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე დახვდა, თუმცა მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
27-ე წუთზე სტიაუას ფეხბურთელები სტანდარტულიდან ცდილობდნენ გატანას, თუმცა თორნიკე მეგრელიშვილი შორეულ დარტყმას ზუსტად დაუხვდა.
31-ე წუთზე პირველი რეალური მომენტი საბურთალოს კართან შეიქმნა. სტიაუა სახიფათო კონტრშეტევაზე წამოვიდა, რაც საბოლოოდ თორნიკე მეგრელიშვილის კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ქართველი მეკარე დარტყმულს მომზადებული დაუხვდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 5 წუთში მეგრელიშვილმა კიდევ კიდევ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა.
ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე თბილისელი ფეხბურთელების ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში ბურთი ლევან ნონიკაშვილს მიუვიდა და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით სტიაუას კარი აიღო.
45-ე წუთზე ბუქარესტელი ფეხბურთელები მეგრელიშვილის კარს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ, თუმცა საბურთალოს კარის დარაჯი ამ ეპიზოდშიც დამაჯერებელი იყო.
პირველი ტაიმში ბოლო წუთზე საბურთალოს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა სტუმართა გოლკიპერმა ლევან ნონიკაშვილის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევარი „საბურთალოს“ უპირატესობით დაიწყო და ტაიმის დებიუტში პირველი რეალური მომენტიც შეიქმნა. 48-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
რამდენიმე წუთში სიხარულიძეს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ამჯერადაც სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა. საპასუხო შეტევაზე სტუმრებმა 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენეს. ახლო მანძილიდან მეტოქის დარტყმული საბედნიეროდ თორნიკე მეგრელიშვილის კარის ძელს მოხვდა.
65-ე და 67-ე წუთებზე თორნიკე მეგრელიშვილმა მეტოქეს ორი ურთულესი ბურთი აუღო და აქტივში ბრწყინვალე სეივები ჩაიწერა.
საგულისხმოა, რომ მეორე ტაიმში თამაშის ინიციატივა ხელში სტიაუამ ჩაიგდო და საბურთალოს ძირითადად კონტრშეტევებზე ჰქონდა შანსები. ლაშა ნოზაძის ფეხბურთელებმა რამდენიმე მწვავე ეპიზოდი შექმნეს, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.
საბოლოოდ, თბილისურმა კლუბმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ბუქარესტში მცირე უპირატესობით ჩავა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ივლისს გაიმართება.