ოლივერ კანი, რობერტ ლევანდოვსკი, სადიო მანე
Aa
Aa

კანი: მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი დავკარგეთ, მაგრამ ახლა მანე გვყავს

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ ტრანსფერზე ისაუბრა.

„მიუნხენში არაფერია გასაიდუმლოებული. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა ფეხბურთელი ვიყავი და ეს უკვე დამტკიცდა, როცა კლუბის ხელმძღვანელობაში შევედი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა.

ლევანდოვსკი დავკარგეთ, ის ბარსელონაში წავიდა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, თუ არა საუკეთესო. მან ბევრი რამ მოგვცა, სეზონში 30-40 გოლის გატანა შეეძლო.

როდესაც ვთქვი, რომ მზად ვიყავით ლევანდოვსკი ბაიერნში შეგვენარჩუნებინა, სხვა გზა არ გვქონდა. სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები არ ყოფილა. ამიტომ ვთქვი, რომ მისი წასვლა შეუძლებელია. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ჩვენ გვყავს მანე და ბარსელონამ ლევანდოვსკის თაობაზე ძალიან მიმზიდველი შეთავაზება გააკეთა.

ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა, გავაძლიეროთ გუნდი მომავლისთვის და მომავლისკენ ხედვა ჩემი საქმეა. სწორედ ამიტომ გავიფორმეთ დე ლიხტი. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი მსოფლიო დონის გამოცდილ მოთამაშეებს შორის, როგორიცაა მანე და ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც აქვთ ნათელი მომავალი, როგორიცაა დე ლიხტი.

ახლა ძალიან კარგი დაცვა გვყავს. ჩვენ შევეცადეთ გვეპოვა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ლიდერი იქნებოდა. დე ლიხტი ასეთია - მოედანზე ხმამაღლა იქცევა. ჩვენ გვჭირდებოდა ფეხბურთელი, რომლის მოსმენაც ყველას შეეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების მოტივაციისთვის. ძალიან მომწონს, როცა მოთამაშე მოედანზე ხმამაღლა და ემოციურად საუბრობს.

ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, მოთამაშეთა ძალიან მიმზიდველი ნაკრები გვყავს“,

- განაცხადა „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ეს დაცინვაა! 4 შვილი მყავს" - ტაქსის მძღოლმა ნოიერს დაკარგული საფულე დაუბრუნდა, თუმცა...