ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველაფრისთვის მზადაა და სპალეტისგან ბევრს ისწავლის" - ხვიჩაზე საუბარი არ წყდება

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ინასიო პიამ და იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო კაპელამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. ორივე მათგანმა ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადეს, რომ მომდევნო სეზონში ხვიჩას წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს.

პია: „კვარაცხელიას დონე და ხარისხი ნამდვილად აქვს და ამის განხილვა საჭიროც არაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობები კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახავთ, იტალიის ჩემპიონატში როგორ იასპარეზებს და სპალეტისთან ერთად, მას შეეძლება, ბევრი რამ ისწავლოს და თან ეს ძალიან სწრაფად გააკეთოს“.

კაპელა: „შემიძლია, კვარაცხელიაზე ფსონს, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე მომდევნო სეზონში ჩამოვიდე. ჩემი აზრით, იგი ყველაფრისთვის მზადაა, ჭკვიანი ფეხბურთელია და ყველა მითითების გათვალისწინება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით დიმაროში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა. დღეს, „კვარაზე“ ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შეუძლია, ინსინიეს ღირსეული შემცვლელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო: „ხვიჩაზე ყველა დადებითად საუბრობს, მაგრამ ნაპოლის ბედი ოსიმენს უკავშირდება
კაპელო: „ხვიჩაზე ყველა დადებითად საუბრობს, მაგრამ ნაპოლის ბედი ოსიმენს უკავშირდება"