ფიორენტინა, ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს - კოკორინს იტალიის მოქალაქეობის მიღება სურს

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი ამბობს, რომ „ფიორენტინას“ რუსი ფორვარდი ალექსანდრ კოკორინი უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.

„მეჩვენება, რომ კოკორინს სურს იტალიის მოქალაქეობის მიღება და ევროპაში დარჩენა. არა მგონია ის რუსეთში მალე დაბრუნდეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან პასპორტის აღება ძალიან რთულია. მაგრამ ციხის შემდეგ ფიორენტინაში მოხვედრა და იქ თითქმის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ გახდომა არც ისე ადვილია. მაფია დაეხმარება კარგად, ან ვინც იდგა მისი იტალიაში გადასვლის უკან.

საშას ძალიან უყვარს მზიან ფლორენციაში ცხოვრება. რატომ უნდა წამოვიდეს იქიდან? სამწუხაროდ, ფეხბურთი უკვე დიდი ხანია აღარ არის მისი ინტერესი. მთავარია, ფული გადაუხადონ“,

- განაცხადა კავაზაშვილმა Sport24-ის კორესპონდენტ მიხეილ მოჟაროვსკისთან ინტერვიუში.

31 წლის კოკორინს „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. რუს ფორვარდს ომის დაწყების შემდეგ, საკუთარ სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი აღარ აქვს და არის შანსი ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ფლორენციაში დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RUGBYRAMA: TOP 14-ის სეზონის 5 აღმოჩენა - ნინიაშვილი პირველია!
RUGBYRAMA: TOP 14-ის სეზონის 5 აღმოჩენა - ნინიაშვილი პირველია!