მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მერაბთან ჩხუბი არავის უნდა" - ჟოზე ალდომ დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლმა, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ლეგენდამ განაცხადა, რომ კარიერის ფინიშს უახლოვდება, სჯერა, რომ „მანქანას“ დაამარცხებს და საყვარელ საქმიანობას ჩემპიონის რანგში დატოვებს.

„როცა MMA-ში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემს მწვრთნელს, დედე პედერნეირასს ვუთხარი, რომ 35 წლის ასაკში ჩემპიონი გავხდებოდი და კარიერას დავასრულებდი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ MMA-დან წასვლასთან ახლოს ვარ, თუმცა საჩემპიონო ქამარი ჯერ ნამდვილად არ მაქვს.

მერაბს რაც შეეხება, ის ძალიან მტკიცე და მაგარი მებრძოლია, რეიტინგში კარგი პოზიცია უკავია და მასთან ჩხუბი არავის უნდა. დვალიშვილს დავამარცხებ და შემდეგ საჩემპიონო ქამარს მოვიგებ, ყველაფერი წინასწარაა დაწერილი“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს განგაშის სიგნალია“ - ვალენსიამ მამარდაშვილთან მოლაპარაკებები დააჩქარა
„ეს განგაშის სიგნალია“ - ვალენსიამ მამარდაშვილთან მოლაპარაკებები დააჩქარა