კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, ჟორჟე მენდეში
Aa
Aa

ლევანდოვსკის ტრანსფერამდე მენდეშმა ბარსას რონალდუ შესთავაზა

კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში პორტუგალიელის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შანსებსა და ვარიანტებს აქტიურად იკვლევდა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, რომ სანამ „ბარსა“ რობერტ ლევანდოვსკის გაიფორმებდა, მენდეში კატალონიელებს 37 წლის პორტუგალიელის კანდიდატურას სთავაზობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ თავისი ამჟამინდელი ხელფასის 30%-ით შესამცირებლად მზადაა, სხვა გუნდების მხრიდან მის მიმართ ინტერესი მაინც არ არის.

ბოლო ცნობებით, მის დამატებას არც „ატლეტიკო“ და არც „რეალი“ არ აპირებს.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელს გუნდის შეცვლა პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის სურს. გარდა ამისა, მას „იუნაიტედის“ სატრანსფერო პოლიტიკაც არ ხიბლავს და გუნდში უპირობო ლიდერად ყოფნა, შედეგების მის კისერზე ჩამოკიდება სწორად არ მიაჩნია.

როგორც ბოლოს ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, „მანჩესტერი“ რონალდუს გაყიდვას არ აპირებს და ეს საკითხი არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველების ქამბექი
„ქართველების ქამბექი" - სლოვანმა ფერენცვაროშს სტუმრად მოუგო