ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ეს განგაშის სიგნალია“ - ვალენსიამ მამარდაშვილთან მოლაპარაკებები დააჩქარა

„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილთან ხელშეკრულების განახლების საკითხს აჩქარებს. ესპანური სააგენტო fichajes-ის ინფორმაციით, „ღამურებს“ არ სურთ, რომ ქართველმა მეკარემ მესტალია ნაადრევად დატოვოს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

რა წერია სტატიაში:

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია იყო. ის წინა  წლის ზაფხულში, ვალენსიას შვილობილი გუნდის - მესტალას შემადგენლობაში ჩამოვიდა, თუმცა მალევე დიდი ნახტომი შემოგვთავაზა. მან იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს დიდი კონკურენცია გაუწია, რის შემდეგაც „ვალენსიას“ პირველ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი.

ქართველი მეკარის დიდმა სამუშაომ გამოიწვია ის, რომ მისი შეძენით ბევრი უმაღლესი დონის ევროპული გუნდი დაინტერესდა. ამან ვალენსიაში განგაში გამოიწვია. კლუბი დიდი ხანია მასთან კონტრაქტის განახლებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობს.

ამის პარალელურად, ვალენსიას გულშემატკივრები ამ საკითხს ერთგვარი შიშის თვალით უყურებენ. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მამარდაშვილის გაყიდვას და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ეცდება, სპორტული თვალსაზრისით ეს საშინელი სიახლე იქნება. გიორგი მამარდაშვილი არის აწმყოსა და მომავლის მეკარე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს იმ პროექტს, რაც ვალენსიას ძველ დიდებას დაუბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მეკარემ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ითამაშა და 5 სეივი შემოგვთავაზა. აღნიშნული დაპირისპირება „ღამურებმა“ 3:1 მოიგეს, მამარდაშვილმა კი მარკო როისისგან თერთმეტმეტრიანი გაუშვა.

მამარდაშვილის სეივები დორტმუნდთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გატუზოს ფილოსოფიის ხუთეული" - მამარდაშვილი სიაშია