მეტოქე დოჰიოდან მოისროლა! - ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე
ივლისის სუპერტუნრინის მე-12 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის შეხვდა და მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.
ლევანს მოგება არ გასჭირვებიბა. ორთაბრძოლის დაწყებისთანავე, ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა და აქტივში ბრწყინვალე გამარჯვება ჩაიწერა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 7:5-ზე გახდა და ქართველ რიკიშს დადებით ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5:7-ზე.