ლესტერი, შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

არველაძის ჰალ სიტი ლესტერთან განადგურდა

ევროპაში სხვადასხვა გუნდები წინასასეზონო მომზადებას გადიან. გამონაკლისი არც „ჰალ სიტი“ გახლავთ. შოთა არველაძის გუნდი პრემიერ ლიგის ბინადარს „ლესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:4 განადგურდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბრენდან როჯერსის შეგირდები ლიდერობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. დებიუტი ჰქონდათ ახალწვეულებს - ფიგუერიდოს და ოზან ტუფანს, თუმცა მათ ვერაფერი შეცვალეს.

ანგარიში 29-ე წუთზე დაკამ გახსნა და პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ტაიმში „ლესტერმა“ ზეწოლა გააძლიერა და ბარნსმა 47-ე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა. უესლი ფოფანამ ზუსტად 4 წუთში გაისროლა და ტაბლოზე 3:0 დაფიქსირდა. „ჰალ სიტის“ განადგურება კი 84-ე წუთზე გამოცდილმა მედისონმა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩი მოიგო. საინტერესოა, რომ ორივე ერთ დღეს გამართა. „ჰალმა“ ჯერ „ბრაიტონის“ 23-წლამდე გუნდს 2:1 მოუგო, ხოლო შემდეგ ესპანურ „მალაგას“ 3:1.

შეგახსენებთ, რომ მომავალ მატჩში ჩემპიონშიფის ბინადარი 23 ივლისს „კემბრიჯ თაუნის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია
„ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია" - არველაძემ ხვიჩას წარმატება უსურვა