ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

ამჯერად ძირითადში სილესენია - მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა

ევროპული გრანდები წინასასეზონო მომზადებას აგრძელებენ. გამონაკლისი არც „ვალენსია“ გახლავთ. „ღამურები“ მორიგ ამხანაგურ მატჩს „სენტ გალენის“ წინააღმდეგ მართავენ. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ის იყო დააყენებდა თუ არა გატუზო გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში.

სამწუხაროდ, დღეს ასე არ მოხდა და „ვალენსიას“ სასტარტო თერთმეტეულში იასპერ სილესენი მოგვევლინა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან გავლენიანი ესპანური წყაროების მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი ლა ლიგის მომავალ სეზონში ძირითადი შემადგენლობის კარის დარაჯად ქართველ მეკარეს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი „დორტმუნდის“ ბორუსიას წინააღმდეგ გამართა, სადაც ძირითადში მამარდაშვილი მოგვევლინა. ახალგაზრდა ქართველმა „ბორუსიას“ წინააღმდეგ 5 ბურთი მოიგერია და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

„მამარდა“ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გატუზოს ფილოსოფიის ხუთეული" - მამარდაშვილი სიაშია