გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გატუზომ მამარდაშვილს აცნობა, რომ ლა ლიგის მატჩებში ძირითადი მეკარე იქნება

„ვალენსიას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მეკარეების როტაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი გიორგი მამარდაშვილზე შეაჩერა და „ღამურების“ ძირითადი მეკარე სწორედ ქართველი ფეხბურთელი იქნება.

ესპანელი ჟურნალისტის, კარლოს ბოშის ინფორმაციით, ჯენარომ „მამარდას“ უკვე შეატყობინა, რომ ლა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩებში გუნდის კარს ის დაიცავს. სათასო შეხვედრებს რაც შეეხება, „ჩეს“ თავკაცი ხაუმე დომენეკს გამოიყენებს, ხოლო კრისტიან რივერო მესამე გოლკიპერი იქნება.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილთა შორის არაა იასპერ სილესენი. ამ უკანასკნელს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და მისი გაშვების წინააღმდეგ არც „ვალენსიაა“. „ღამურები“ სათანადო წინადადებას ელიან და ნიდერლანდელით „ნაიმეგენი“, „აიაქსი“ და პსვ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში „მამარდას“ 5 სეივი ჰქონდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ამ მატჩის შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გიორგიმ ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის სტილში მეკარე თითქმის ლიბეროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშიდან თამაშამდე უმატებს
„თამაშიდან თამაშამდე უმატებს" - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაშვილზე