მერაბ დვალიშვილი, კოდი სტამანი
Aa
Aa

დვალიშვილის ყოფილი მეტოქე: „მერაბი თავმდაბალია და ყველას პატივს სცემს"

მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, კოდი სტამანმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. სტამანის სიტყვები MmaJunkie-მ გაავრცელა და ამერიკელმა განაცხადა, რომ „მანქანის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა სურს.

„მერაბის მომდევნო მეტოქე ჟოზე ალდოა, მაგრამ ჩემი ნომერ პირველი სამიზნე დვალიშვილთან მეორე ბრძოლის გამართვაა. მერაბი კარგი ბიჭია და როგორც ოქტაგონზე, ისე მის მიღმა ძალიან მომწონს. იგი პატარა უდრეკი ნაბი***რია. მომწონს როგორ ჩხუბობს და როგორი ხასიათი აქვს. დვალიშვილი თავმდაბალია, ყველას პატივს სცემს და ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ მინდა, ოქტაგონზე გავიდე და მოვკლა. დიახ, მართლა ასეა, რადგან ვიცი, რომ ამის გაკეთება შემიძლია.

მერაბის წინააღმდეგ გამართულ პირველ ჩხუბში, უამრავი სულელური შეცდომა დავუშვი, რამაც ჩემი მარცხი განაპირობა. დვალიშვილისა და მისი ჭიდაობის მიმართ ზედმეტი პატივისცემა გამოვიჩინე. როცა ტკივილი მივაყენე, პარტერში არ ჩავყევი და ბევრჯერ შევცდი. მაინტერესებს მასსა და ალდოს შორის რა მოხდება. იმედი მაქვს, მერაბი საქმეს თავს კარგად გაართმევს და ოდესმე მას აუცილებლად დავიჭერ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კოდი სტამანის დაპირისპირება 2021 წლის მაისში გაიმართა. გამარჯვებული მსაჯებმა გამოავლინეს და „მანქანამ“ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა - გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
შეთანხმება შედგა - გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს