ჩელსი, ბარსელონა
Aa
Aa

მოლაპარაკება განახლდა - ასპილიკუეტა კლუბების შეთანხმებას ელოდება

მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი გაიფორმა, მცველების შეძენაზე გადაერთო. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი კუნდეს გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ფრანგი ერთადერთი არ არის.

დიდი ხანია ბარსას ასპილიკუეტას გადაყვანა სურს, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელისთვის 8 მილიონ ევროს ვერ იმეტებდა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონა“ და „ჩელსი“ ასპილიკუეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ახალ სტადიაზე არიან. „ბლაუგრანას“ სურს, რომ ყველაფერი დაჩქარდეს. თავად ფეხბურთელი კი კლუბების შეთანხმებას ელოდება. როგორც გაირკვა, ჩავის გუნდმა ასპილიკუეტას 2-წლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ მარტში შესთავაზა.

ცნობისთვის, კატალონიურმა გრანდმა „ჩელსიდან“ კიდევ ერთი მცველი ანდრეას კრისტენსენი წამოიყვანა და მომავალ სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს. ასევე გეტყვით, რამდენიმე კვირის წინ ბარსა მარკოს ალონსოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა ესპანელმა მარცხენა მცველმა უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას ფეხბურთელებმა იციან, რომ კუნდე მალე მათი გუნდელი გახდება
ბარსას ფეხბურთელებმა იციან, რომ კუნდე მალე მათი გუნდელი გახდება