ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

"გატუზოს ფილოსოფიის ხუთეული" - მამარდაშვილი სიაშია

„ვალენსიამ“ ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და „დორტმუნდს“ 3:1 მოუგო. გამორჩეული იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 5 ბურთი მოიგერია. ქართველი მეკარის კარგი თამაში, რა თქმა უნდა, იტალიელ სპეციალისტს არ გამოეპარა.

ესპანური გამოცემა AS გატუზოს სათამაშო სტილზე და მეთოდებზე წერს. სტატიას კი საინტერესო სათაური აქვს - „გატუზოს ფილოსოფიის ხუთეული“.. აქცენტი გედეშზე, მუსაზე, კასტილეხოზე, მოსკერაზე და გიორგი მამარდაშვილზეა. ვნახოთ რას წერს AS ქართველ მეკარეზე:

„ჯენარომ პირველივე დღეს 4 მეკარე იხილა. მამარდაშვილი, სილესენი, ხაუმე და კრისტიანი. იტალიელმა სპეციალისტმა „დორტმუნდის“ წინააღმდეგ არჩევანი ქართველზე გააკეთა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და გოლი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გაუშვა.

სილესენმა, რომლის გაშვებაც „ვალენსიას“ სახელფასო ლიმიტის გათავისუფლების გამო სურს, ასევე ითამაშა გერმანელებთან, მაგრამ ის მომავალ სეზონში სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად მოიაზრება. ეს კი გასულ სეზონში ტრავმის მიღების შემდეგ დაიწყო. რაც შეეხება მამარდაშვილს, მან ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან გატუზოს თამაშის სტილში მეკარე თითქმის ლიბეროა.“

მამარდაშვილის „დორტმუნდის“ წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი 1 საათში - ბასილაშვილი კარაცევთან განადგურდა
მარცხი 1 საათში - ბასილაშვილი კარაცევთან განადგურდა