ნიკა გაგნიძე, გიორგი ხაბულიანი, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

CrystalSport-ის ინფორმაციით, გორის ''დილას'' 21 წლის ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, ''უმრანიესპორში'' გააგრძელებს. აღნიშნული გუნდი თურქეთის ელიტარულ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა.

გაგნიძეს მხოლოდ გორის ''დილაში'' უთამაშია (2018-22). კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 გოლია. გარდა ამისა, ხუთი ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.

ნიკა გაგნიძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უასპარეზია. გასულ წელს, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი 3:2 დაამარცხა. გაგნიძე 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, გიორგი მოისწრაფიშვილი შეცვალა.

2022-23 წლების სეზონში თურქეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. მოგეხსენებათ, ''ჰატაისპორის'' ერთ-ერთი ლიდერი საბა ლობჟანიძეა და ''დემირსპორთან'' სამწლიანი კონტრაქტი 18 წლის გიორგი ხაბულიანმა გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე