ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის პირველი აღიარება - ოთარი სიმბოლურ ნაკრებშია

პოლონეთის ჩემპიონატი გასულ უქმეებზე განახლდა და დღეს, პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო ისაა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ქართველ მოთამაშეს ვხედავთ.

პოლონეთის ექსტრაკლასამ ოთარ კაკაბაძე გამოარჩია, რომელმაც „კრაკოვიას“ მაისურით კარგი მატჩი ჩაატარა. „გორნიკის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კაკაბაძემ მოედანზე 66 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ცნობისთვის, ოთარის „კრაკოვიამ“ „გორნიკი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ, მე-3 ადგილზე იმყოფება. წარუმატებელი აღმოჩნდა ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხის“ სტარტი, რომელმაც გახსნითი შეხვედრა საკუთარ კედლებში, „სტალ მიელეცთან“ დათმო.

გეტყვით იმასაც, რომ „ლეხი“ „დინამო ბათუმის“ მომდევნო მეტოქე გახლავთ და კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. პოზნანელებს ზედიზედ 3 წაგება აქვთ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბაღთან“ 1:5 განადგურდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება
„მინდა, ყველას ვაჩვენო, რამდენად მტკიცე ხალხი ვართ ქართველები“ - მამუს დიდი აღიარება