ჰენკა მეტოქისგან - ტოჩინოშინი დღესაც დამარცხდა
ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „ნაგოია ბაშოს“ მე-10 დღეს, ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირას, ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და აშიტორის ილეთით დამარცხდა. იაპონელმა რიკიშიმ ჰენკა გამოიყენა და სასურველ შედეგს ასე მიაღწია.
„ტოჩის“ 5 მოგება და 5 წაგება აქვს და ხვალ მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა მეისეი გახლავთ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 6 გამარჯვებაა და იგი ქართველ სუმოტორს 5-ჯერ შეხვედრია. ლევანს მასთან უარყოფითი ბალანსია აქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 შერკინებაში იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მაისის ბაშო 8 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა. „ნაცუ ბაშოზე“ „ტოჩი“ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა გახლდათ, მომდევნო სუპერტურნირზე კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იქნება.