ვალენსია, დორტმუნდი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

5 ბურთი მოიგერია - მამარდაშვილმა დორტმუნდთან გაიბრწყინა

„ვალენსიამ“ წინასასეზონო მომზადება დაიწყო და „დორტმუნდის ბორუსიას“ დაუპირისპირდა. აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს, რომ „ღამურების“ ხელმძღვანელობით ჯენარო გატუზო პირველ მატჩს ატარებდა.

ქართველი ქომაგებისთვის კი ის იყო საკითხავი, თუ ვის დააყენებდა ძირითად შემადგენლობაში - მამარდაშვილს თუ სილესენს? საბედნიეროდ, იტალიელმა სპეციალისტმა ქართველ მეკარეზე შეაჩერა არჩევანი.

საბოლოო ჯამში, „ვალენსიამ“ კარგად ითამაშა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში გერმანელებს შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მამარდაშვილს თამაშში ჩართვა 5-ჯერ მოუწია. ახალგაზრდა ქართველმა 5 ბურთი მოიგერია და აქედან ორი საკმაოდ რთული იყო. მეორე ტაიმში კი სცენარი „ღამურების“ კარნახით წარიმართა.

ცნობისთვის, ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილი მინდვრიდან 63-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში იასპერ სილესენი ჩართო. შეგახსენებთ, რომ „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ძირითადი შემადგენლობის მეკარედ „მამარდას“ მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''საჭირო დროს სწორ ადგილზე მოვხვდი'' - მამარდა მარკას ესაუბრა
''საჭირო დროს სწორ ადგილზე მოვხვდი'' - მამარდა მარკას ესაუბრა