გარეთ ბეილი
Aa
Aa

"ასეთ სიცხეში თამაში რთულია" - ბეილი MLS-ში დებიუტის შემდეგ

გარეთ ბეილმა ამერიკული ზაფხული დააგემოვნა. უელსელ შემტევს ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა. 33 წლის ფეხბურთელი „ნეშვილის“ წინააღმდეგ მინდორზე მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გამოჩნდა და გულშემატკივრები ძალიან გაახარა.

სადებიუტო მატჩში, გარეთმა მისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა და ამის მიზეზად მაღალი ტენიანობა დასახელდა. როგორც ჩანს, ბეილი ასეთ სიცხეში თამაშს მიუჩვეველია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

„ტენიანობა ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეული არ ვარ. MLS-ის მატჩები ტელევიზორში მქონდა ნანახი და იქ ეს ყველაფერი ასე არ ჩანდა. არ ვფიქრობ, რომ აქ თამაშის განსხვავებული სტილია. უბრალოდ გუნდის ფილოსოფიას უნდა შევეჩვიო.

ამაზე ვარჯიშზე ყოველდღიურად ვმუშაობ. ვუყურებ დამატებით ვარჯიშებს, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული. მწვრთნელთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ვცდილობ ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე და გუნდს მაქსიმალური დახმარება გავუწიო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეილი: უკრაინას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჩვენ მუნდიალზე თამაში გვინდა
ბეილი: უკრაინას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჩვენ მუნდიალზე თამაში გვინდა