იტალიაში ბაკაიოკო დააკავეს - პოლიციელებს იგი სხვაში აერიათ
ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში „მილანში“ იყო განათხოვრებული, იტალიაში დააკავეს. Football Italia-ს ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმერიმ მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელა და დეტალები გაასაჯაროა.
სამართალდამცველებმა ფეხბურთელი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს ორი პოლიციელი მას იარაღს უმიზნებდა, მესამე კი მანქანაში მყოფ ქალბატონს აკონტროლებდა. ყველაფერი მას შემდეგ დასრულდა, რაც სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ შეცდნენ და ბაკაიოკო არ იყო ის, ვისაც ეძებდნენ.
Shocking footage of Milan’s Bakayoko in Milan’s downtown held at gunpoint by police cause taken for someone else.
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) July 18, 2022
Check when one of cop goes telling to the colleague searching him that it’s not the suspect but a Milan player, and the cop saying “WHO?!?”
pic.twitter.com/B0PTYiXnc5
„ნახეთ, ერთი პოლიციელი კოლეგას, რომელიც ბაკაიოკოს ჩხრეკს, ეუბნება, რომ ის არა ეჭვმიტანილი, არამედ მილანის ფეხბურთელია, ის კი ამბობს: „ვინ“?!, - წერს პალმერი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ტვიტერის“ მომხმარებელთა აზრით, იტალიელმა სამართალდამცველებმა ოფიციალური განცხადება უნდა გაავრცელონ და მომხდარის გამო, ბოდიში მოიხადონ.