ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

''ეს ის არ იყო, რასაც ველოდით'' - ბათუმის დინამოს მეტოქე მძიმე კრიზისშია

პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი პოზნანის ''ლეხი'' კრიზისშია, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო, სეზონის სტარტზე, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ კედლებში ''ყარაბაღს'' 1:0 სძლია, თუმცა შემდეგ ჯერ პოლონეთის სუპერთასზე ''რაკუვთან'' დამარცხდა (0:2), შემდეგ ბაქოში ''ყარაბაღთან'' განადგურდა (5:1), რასაც ექსტრაკლასას პირველ ტურში ''სტალ მიელეცთან'' მარცხი მოჰყვა (0:2). ბოლო სამ მატჩში ''ლეხმა'' მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ''ლეხი'' მთავარმა მწვრთნელმა მაცეი სკორჟამ დატოვა, რომელიც ნიდერლანდელმა ჯონ ვან დენ ბრომმა შეცვალა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' დაუპირისპირდება.

''სტალ მიელეცთან'' შეხვედრის შემდეგ ჯონ ვან დენ ბრომმა განაცხადა:

''დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია. ''სტალ მიელეცთან'' შეხვედრამდე ვთქვი, რომ ''ყარაბაღთან'' მარცხის შემდეგ რეაქციას გამოვავლენდით, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ის თამაში, რასაც ველოდით. გუნდმა ენერგიისა და თავდაჯერების გარეშე ითამაშა. თავები უნდა ავწიოთ, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, ცხოვრება გრძელდება, შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადო''.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ლეხისა'' და ბათუმის ''დინამოს'' დაპირისპირება 21 ივლისს პოზნანში გაიმართა. საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბათუმში გაიმართება. ასევე აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს, პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ''ლეხი'' ''მეძ ლეგნიცას'' უმასპინძლებს. ასე რომ, ერთკვირიან მონაკვეთში ''ლეხი'' სამ შეხვედრას ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე